04:13 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-04 15:49:39, 1656 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძე - ძალიან ბევრს ვაკეთებთ, რომ მთაში ტურიზმი განვითარდეს

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთის მოსახლეობას მნიშვნელოვანი სახალხო დღესასწაული შუამთობა მიულოცა.

 საზეიმო კონცერტი შუახევში, ზღვის დონიდან 2 100 მეტრზე, გომის მთაზე გაიმართა. თორნიკე რიჟვაძემ მემთეურებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ შუამთობის დღესასწაული  არის მთის ტრადიციებისა და სიძლიერის კიდევ ერთი კარგი გამოხატულება.

მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში სამთო ტურიზმის განვითარების პერსპექტივაზეც ისაუბრა.

"ძალიან ბევრს ვაკეთებთ, რომ მთაში ტურიზმი განვითარდეს. ჭვანის ხეობაში ჩვენ დავიწყეთ არაერთი ძალიან ამბიციური ტურისტული პროექტი  და დარწმუნებული ვარ, რომ გომის მთა გახდება კიდევ ერთი ახალი, განვითარებული ტურისტული მიმართულება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვის გამოსვლისას.

NS
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics