|
2019-08-03 10:42:09, 2010 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში სპორტის მიმართულებით უპრეცედენტო პროექტები ხორციელდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო მიღწევების მქონე სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს და სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. მათ შორის იყო შმაგი ბოლქვაძე, რომელმაც წელს, 28-30 ივნისს, ქალაქ მინსკში, ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მეორე ადგილი მოიპოვა. ასევე, ევროპის ჩემპიონები ფრიდონ აბულაძე, დიეგო ჩხიკვაძე. მეორე ადგილის პრიზიორები - ლერი აბულაძე, ანრი თავართქილაძე, ხვიჩა აბულაძე. და ნუკრი ბენიძე - მესამე ადგილის პრიზიორი ბაქოს ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალზე. თორნიკე რიჟვაძემ სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა, მათი მიღწევები ხაზგასმით აღნიშნა და მხარდაჭერა გამოხატა. მისი თქმით, აჭარაში სპორტსმენებისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად, უპრეცედენტო სამუშაოები მიმდინარეობს და თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა, როგორც ქალაქში ისე მთაში.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)