2015-01-23 17:18:38, 1084 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი: ხელისუფლებამ განტევების ვაცი ჭიკაიძეში იპოვა და ამით საზოგადოებაში ემოციის ჩაცხრობას სცდილობენ
„ხელისუფლების მიმართ საზოგადოებისგან კითხვებია დასმული, განტევების ვაცი ჭიკაიძეში იპოვეს და ამით ცდილობენ, ხალხში ემოცია ჩააცხრონ “,-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დავით დარჩიაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირდებით „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, ქვეყნის ფორმალურმა და რეალურმა მმართველმა ყველანაირად სცადა, ისრები ოპოზიციაზე გადმოეტანა.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის ფორმალურმა და რეალურმა მმართველმა ყველანაირად სცადა ისრები გადმოეტანა ოპოზიციაზე, მაინც გრძნობენ, რომ საზოგადოების კითხვები ხელისუფლების მიმართ არის დასმული. განტევების ვაცი იპოვნეს ჭიკაიძეში და ამით ცდილობენ ხალხში ემოცია ჩააცხრონ“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან