|
2019-08-01 15:43:08, 2154 ნახვა
რეგიონი
VOGUE, ZOE Magazine და L’Officiel ბათუმზე სტატიებს ამზადებენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში გავლენიანი მედიაგამოცემების VOGUE, ZOE Magazine, L’Officiel ჟურნალისტები იმყოფებიან და ბათუმის, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ ბლოგებსა და სტატიებს ამზადებენ. ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისა და ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძის ჩვენებაზე დაწრების შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა ქედაში იმოგზაურეს. მათ შორის არიან The Fierce Walker-ისა და whowhatwear-ის ინსტაგრამინფლუენსერები, რომელთა პოსტებს მოგზაურობისა და მოდის შესახებ სოციალურ ქსელებში მილიონობით მიმდევარი ეცნობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით წელს 400-ზე მეტ ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა. „ჩვენ მოვიწვიეთ ვოგის ჟურნალისტები ჩეხეთიდან, უკრაინიდან, ZOE Magazine-სა და L’Officiel-ის ჟურნალისტები ამერიკიდან და იტალიიდან, ინსტაგრამ ინფლუენსერი დუბაიდან, ამერიკიდან, რათა მაქსიმუალურად მოხდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია მსოფლიო მასშტაბით, განსაკუთრებით კი ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. ესენია გამოცემები და ინტაგრამინფლუენსერები, რომელთა რეკომენდაციებს, რჩევებს მილიონობით ადამიანი ენდობა და ითვალისწინებს. ისინი ქმნიან ტრენდს ცხოვრების სტილსა და მოდაში. შესაბამისად, მათი მკითხველები და მიმდევრები ცდილობენ ამ ტრენდს გაყვნენ. ჩვენს ქვეყანასა და რეგიონს აქვს მრავალფეროვანი არჩევანი ტურისტებისთვის ზღვისა და მთის კომბინაციის, უგემრიელესი სამზარეულოს, ღვინის, კულტურისა თუ სხვა ტურისტული პროდუქტების სახით. ეს ყველაფერი კი ჩვენს სტუმრებს საშუალებას აძლევს საინტერესო კონტენტი შექმნან და შესთავაზონ მკითხველებს. ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გავაგრძელებთ, რათა მაქსიმუალურად მივიტანოთ ჩვენს პოტენციურ ტურისტებამდე ინფორმაცია რამდენად საინტერესო, მრავალფეროვანი და სტუმართმოყვარეა ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ქრისტინე ძიძიგურმა.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)