|
2019-08-01 15:10:47, 1669 ნახვა
საზოგადოება
აივ ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება - დაფიქსირდა 369 ახალი შემთხვევა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოს მონაცემებით აივ-ინფიცირების 369 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 396 შემთხვევა იქნა დარეგისტრირებული. 1-ელი აგვისტოს მონაცემებით შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7803 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5854 – მამაკაცია, 1949 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4150 პაციენტს განუვითარდა, 1579 გარდაიცვალა. 30 ივნისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 4798 (4245 + 553 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8 (აფხაზი ბავშვი)) ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 38.9 % (3032) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 47.4 % (3695) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (881) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (37) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია; აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2874 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1103; შემდეგ იმერეთში 943; აჭარაში 869; აფხაზეთში (513); კახეთში (379) ქვემო ქართლში (443); შიდა ქართლში (281); გურიაში (164); სამცხე-ჯავახეთში (100) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672. 2019 წელს გარდაიცვალა 60 აივ ინფიცირებული. 2018 წელს - 135, 2017 წელს - 127, 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი. 2019 წელს 60 გარდაცვლილთაგან: 44 მამაკაცია და 16 ქალი. საქართველოში სულ გამოვლენილია 111 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 69 - ვაჟი, 42 - გოგონა. 27 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან;
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)