|
2019-07-31 13:21:47, 1042 ნახვა
საზოგადოება
„სტერეო +“: ხვალ შესაძლოა „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „ერთსულოვნებას“ მაუწყებლობა შეუწყდეთ
ციფრული ოპერატორის „სტერეო პლუსის“ ინფორმაციით, შესაძლოა 1-ელ აგვისტოს სამ არხს: ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეს, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, საუბარია „რუსთავი 2“-ზე, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველზე“. „1-ელ აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებასა“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე არ დაიფარება“, - წერია „სტერეო პლუსის“ განცხადებაში. ცნობისთვის, "სტერეო პლუსი" საქართველოს მასშტაბით ციფრულ მაუწყებლობას უზრუნველყოფს.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)