10:24 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 12:51:43, 3697 ნახვა

პოლიტიკა
კემულარია - ოქრუაშვილი დაკავების მიზეზი, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმეა

„ხელისფლება ცდილობს ანტისაოკუპაციო მიტინგის არაპროპორციული ძალით დარბევა ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების შეთხზვით დაა მათი დაკავებით გადაფაროს“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კემულარიამ განაცხადა ყოფილი თავდაცვის მინისტრის დაკავების მიზეზი ტელეკომპანია „რუსთავი „-თან დაკავშირებული საქმეა.

„ხელისუფლების დღევანდელი განცხადება, რომ თურმე არსებობს ნათელი მტკიცებულებები ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, არის გამოგონილი და მას არანაირი კავშირი სამართალთან და მტკიცებულებებთან არ აქვს. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული საოკუპაციო ძალის პარლამენტში დასმით გამოწვეული პოლიტიკური რეპრესია. ხელისუფლება ცდილობს ანტისაოკუპაციო მიტინგის არაპროპორციული ძალით დარბევა გადაფაროს ოპოზიციური ლიდერების მიმართ პოლიტიკური ბრალდებების შეთხზვით და მათი დაკავებით. მიტინგიდან ერთი თვის განმავლობაში მიუხედავად სასამართლოში დაკითხვისა, ირაკლი ოქრუაშვილი არ ყოფილა დაკავებული. ის დააპატიმრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზია „რუსთავი 2“-ის აქციების 100 პროცენტი, ეკუთვნის სწორედ მას და ეს ფაქტი დადასტურებულია პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნით“, - აღნიშნა კოტე კემულარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics