10:24 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 11:03:44, 2476 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: აშშ-ს საელჩოს განცხადების სულისკვეთება ისეთია, როგორიც ჩვენ გვაქვს, სასამართლო პროცესი გამჭირვალე უნდა იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ხაზარაძე-ჯაფარიძის“ საქმის შეფასებისას პოლიტიკოსებს მოუწოდა,  ქულების დაწერის გამო, თავიანთი  განცხადებებით არ  დააზიანონ ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც „თიბისი ბანკია“.

ბახტაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა იზიარებს ამ განცხადების სულისკვეთებას - სასამართლო პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარებას.

„ჩემი მოწოდება ყველა მხარის მიმართ იქნება ეს მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ადამიანები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან, არის, რომ ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, ის არის ძლიერი ბანკი, ის არის წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებში ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას და შეფასებას.

რაც შეეხება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს საელჩოს განცხადებას სულისკვეთება ამ განცხადებაში არის ისეთი, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს. უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭირვალე პროცესი სასამართლოსი. საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები ამ პროცესის ირგვლივ, ისევე როგორც არ ერთი სხვა სასამართლოს პროცესის ირგვლივ, არ იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics