|
2019-07-25 18:46:43, 1544 ნახვა
საზოგადოება
„შოთა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადე“ - უტიაშვილისა და ეკა კვესიტაძის სახლთან აქცია იმართება (ვიდეო)
ჟურნალისტ ეკა კვესეტაძისა და შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, შოთა უტიაშვილის სახლთან აქცია იმართება. დემონსტრანტები საცხოვრებელ სახლთან საყვირებით და ბანერებით მივიდნენ და სხვადასხვა ტიპის შეძახილებით სკანდირებდნენ, მათ შორის: „შოთა, ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადე“. შეკრებილები აცხადებენ, რომ უტიაშვილმა ბოდიში უნდა მოიხადოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო, რომელიც აგვისტოს ომს შეეხებოდა. აქციას ჟურალისტი ეკა კვესეტაძე გამოეხმაურა და შსს-ს სიტუაციის განმუხტვისკენ მოუწოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgiaახლავე მოაშორეთ ჩემი სახლიდან ყანდიაშვილის შავ-ბნელი რაზმი, რომლებმა ლანძღვა -გინების კორიანტელი დააყენეს და ბაშვები შემიშინეს. ფსკერს ნუ ხვრიტავთ #სირცხვილია პატრული გამოძახებული მყავს და როგორ რეაგირებს მოახდენთ ახლა დაგაკვირდებით,“ - დაწერა facebook-ის საკუთარ ეკა კვესიტაძემ. გარდა ამისა, კვესეტაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდა. „მეგობრებო, რაც ახლა ჩემს სახლთან ხდება, ვითომ ჩემი ქმრის სტატუსის გამო, პირდაპირ განვიხილავ როგორც ხელისუფლების პირდაპირ ზეწოლას ჩემი, რუსთავი 2ის ჟურნალისტის მისამართით- საერთოდ არაფერი აქვს საერთო ამას შოთას სტატუსთან, ამას აქვს საერთო ჩემს რუსთავი 2-ში დარჩენასთან - თუ ვინმე ამ ხელისუფლებაში ფიქრობს, რომ ასე გამტეხავს ძალიან ცდება. გთხოვთ მოახდინოთ რეაგირება Eka Gigauri Mikheil Benidze Giorgi Mshvenieradze და განსაკუთრებით სახალხო დამცველს Nino Lomjaria გთხოვ შეატყობინე ელჩებს Nino Nakashidze გთხოვ შეატყობინო ყველა საელჩო“, - წერს კვესეტაძე. შეგახსენებთ, რომ შოთაა უტიაშვილმა facebook-ის საუთარ გვერდზე დაწერა, რომ „აგვისტოს ომმა, თავისი ყველა პლიუს-მინუსით, საქართველოს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. თითქმის ათი წელი, რუსეთი ვერ ახდენდა ჩვენზე, ფაქტობრივად, ვერანაირ ზეწოლას. იცოდნენ, რომ საქართველოს „დაჩმორება“ იოლი არ იქნებოდა. დღეს უკვე, ეს მსხვერპლი წყალშია გადაყრილი“.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)