10:24 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-25 15:35:46, 1937 ნახვა

პოლიტიკა
ოქრუაშვილი: ჩემი ვარაუდით, ივანიშვილი ხაზარაძის დაპატიმრებას აპირებს - ძალიან აჭრილი და გაღიზიანებულია

 „ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ძალიან გაღიზიანებულია ყველა აქტიური ადამიანის მოქმედებით, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ოქრუაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა დ ბადრი ჯაფარიძის საქმეს გამოეხმაურა და  მისი შეფასებით, „ხელისფლება აჭრილია“.

„როგორც უკვე აშკარაა და თქვენთვისაც ნათლად ჩანს, ივანიშვილმა დაიწყო ტერორი, რაც პირველ რიგში გამოიხატა ჩემი მეგობრის და ჩემი დაცვის წევრის დაპატიმრებაში, რომელსაც იარაღი ჩაუდეს. გუშინ, გვიან სააპელაციო სასმართლომ უარი გვითხრა, მის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ მისთვის პატიმრობა. საერთოდ განუხილავი დატოვა და იმის ნაცვლად, რომ განეხილა და თუნდაც ფასადურად ეთქვათ უარი, საჩივარი საერთოდ არ მიიღეს. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს: მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე. ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ძალიან გაღიზიანებულია ყველა აქტიური ადამიანის მოქმედებით, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს და ამის გამო მან მამუკა ხაზარაძეს წაუყენა  და ჩემი ვარაუდით, აპირებს მის დაპატიმრებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ერთ რამეს ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ეთამაშება. გარკვეული სახის ნაჯახით მოქმედება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებ მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას“, - აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics