23:25 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-07 10:19:32, 776 ნახვა

სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ბრალდებით 5 პირი.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1956 წელს დაბადებული მალხაზ გ, 1979 წელს დაბადებული ზურაბ ლ, 1962 წელს დაბადებული ტარიელ ქ, 1989 წელს დაბადებული დავით გ. და 1956 წელს დაბადებული ოთარ ლ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები საქართველოში ყიდულობდნენ „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს, ოფიციალურად იფორმებდნენ, ხოლო შემდეგ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე მართლსაწინააღმდეგოდ ახდენდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ ქიწნისში დააკავეს. ხუთივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics