00:14 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 16:14:00, 2808 ნახვა

რეგიონი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები სტუმრად მარნეულის საზაფხულო სკოლაში იმყოფებოდნენ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა  მარნეულის N2-ე საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის მოსწავლეებისათვის ლექციები გამართეს. საზაფხულო სკოლა, რომელიც 2017 წლიდან რეგულარულად იმართება, ძირითადად ეთნიკური უმცირესობებითაა წარმოდგენილი. 2019 წელს სკოლა  სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გარემოსდაცვით პრობლემატიკასაც მიეძღვნა.  

ცენტრის წარმომადგენლები ორი დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული აქტივობების გამოყენებით სკოლის მოსწავლეებს ინფორმაციას აწვდიდნენ ისეთ  მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: ზოგადი გარემოსდაცვითი პრობლემები, გაუდაბნოება და ნიადაგის დეგრადაცია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ნარჩენების მართვა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა.

სეზონისა და მუნიციპალიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით სკოლის მოსწავლეებს ასევე ჩაუტარდათ ინტერაქციული ლექცია-სემინარი ქვეწარმავლების შესახებ. მათ ინფორმაცია მიიღეს ქვეწარმავლების მნიშვნელობის, ქცევის, მათთან მოქცევის შესახებ და გაეცნენ საქართველოში გავრცელებულ გველების სახეობებს. სკოლის მოსწავლებს ასევე დაურიგდათ საინფორაციო ბროშურები, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ქვეწრმავლებთან რეკომენდირებული და არარეკომენდირებული ქცევის წესები.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics