10:25 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 13:01:05, 1857 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი - სიბინძურეა თავად ოქრუაშვილის მიერ ჩემთან შეხვედრის „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში მოხსენიება

 „თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, ესაა ოქრუაშვილის მიერ ჩემთან შეხვედრის და ჩემი სახელის „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში მოხსენიება“, -ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უსუფაშვილმა 2014 წელს ოქრუაშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოქრუაშვილმა მას თავად სთხოვა ბიძინა ივანიშვილისთვის გადაეცა, რომ მზად იყო პოლიტიკურ თანამშრომლობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე მნიშვნელოვანი ჩვენებების მიცემის შესახებ.

„გუშინ დილით დამირეკა ირაკლი ოქრუაშვილმა და მითხრა, ხომ არ ვიყავი წინააღმდეგი, რომ გაესაჯაროვებინა ჩვენი შეხვედრის ფაქტი 2014 წელს, იუსტიციის სახლში, ჩემს სამუშაო ოთახში. მე ვუთხარი, რომ მე კონფიდენციალურად და დამალულად არ შევხვედრილვარ მას მაშინ და არანაირი პრობლემა არ მქონდა თვითონ ან ვინმე სხვა თუ ამ თემაზე ისაუბრებდა და მე ცხადია, დავადასტურებდი ამ შეხვედრის ფაქტს. შემდგომ იყო მისი პრესკონფერენცია, რომელზეც მოვისმინეთ არამხოლოდ ამ ფაქტის შესახებ, არამედ მისი თავისუფალი ინტერპრეტაციებიც.  ეს არ ყოფილა ირაკლის მხრიდან პირველი შემთხვევა. მან „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში მოიხსენია ჩემთან შეხვედრა, ჩემი სმს და ჩემი სახელი და აგერ ვაცხადებ, თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, სწორედ ესაა „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში იმ შეხვედრის მოხსენიება, რომელზეც მოგახსენეთ,  ჩემი სახელის მოხსენიება და იმ სმს-ის მოხსენიება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics