11:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 11:51:35, 4821 ნახვა

მსოფლიო
წინასწარი მონაცემებით, ზელენსკის პარტიამ ხმათა 42,31% მოიპოვა - მან შესაძლოა, ერთპარტიული მთავრობა ჩამოაყალიბოს

უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ახალი პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პარტია "ხალხის მსახური" ლიდერობს, - ამის შესახებ Interfax იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამ დროისთვის ბიულეტენების თითქმის 44%-ია დათვლილი. ხმების 42,31% ზელენსკის პარტიას აქვს მოპოვებული. 

მეორე ადგილზე გავიდა პრო რუსული პარტია "ზა ჟიტია" რომელსაც პუტინის ნათესავი ხელმძღვანელობს. მან ხმათა 12,79 % მიიღო. მესამე ადგილზეა 8,7 % ყოფილი პრეზიდენტის პოროშენკოს პარტია "ევროპული არჩევანი". ასევე პარლამეტში გავიდა იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინა" 8,08% და მომღერალის სტანისლავ ვაკარჩუკის პარტია "გოლოსი" 6,39 %.

ბოლო მონაცემებით, „ხალხის მსახური“ 115-120 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებს, პარტიული სიით კი რადაში 121 მანდატს მოიპოვებს.

მედიის ცნობით, ზელენსკის პარტია, სავარაუდოდ, უკრაინის პარლამენტის ისტორიაში პირველად დამოუკიდებელი დეპუტატების დახმარების გარეშე ერთპარტიულ უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.

არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics