18:53 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 11:38:09, 1866 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: რაც არ უნდა ემოციური იყოს რუსეთის მხრიდან განცხადებები, აუცილებელია ცივი გონებით მოქმედება

„რაც არ უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის რუსეთის მხრიდან განცხადებები, აუცილებელია საღი და ცივი გონებით განხორციელება იმ სტრატეგიული ამოცანების, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოსახლეობის არჩევანით დაისახა“, - ამის შესახებ თვდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

როგორც იზორიამ აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია მაქსიმალურად შენარჩუნდეს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკის მთავარი ნაწილია ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს ვისმენთ და რაც არ უნდა ემოციური იყოს ეს განცხადებები ჩვენთვის, აუცილებელია საღი და ცივი გონებით იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოსახლეობის არჩევანით დაისახა და რაც პრიორიტეტულია სწორედ ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამ პოლიტიკას, მიუხედავად ცალკეული განცხადებებისა, ჩვენ ცალსახად მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს პირი, რომელმაც თელავში, ქორწილში რუს ქალს დაარტყა
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იკრძალება
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics