20:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 13:54:43, 1461 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: 2016 წელსაც იმყოფებოდნენ საქართველოში რუსი დეპუტატები, მაშინ სად იყავით?

2016 წელსაც იმყოფებოდნენ საქართველოში რუსი დეპუტატები, მაშინ სად იყავით? მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლის იმედი ჰქონდა, ახლა ეს იმედი გადაეწურათ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტზე საუბრისას განუცხადა.

ივანიშვილის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნებისმიერ მიზეზს ეძებდა იმისთვის, რომ „სიტუაცია აეყირავებინათ“.

„2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, სლოცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა და გვარს ვერ გავიხსენებ, „ფე-ეს-ბეს“ ყოფილი თავმჯდომარე, კავალიოვი? 2016 წელს მოხდა ეს, მაშინ სად იყავით? სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით იყვნენ? სად იყავით მაშინ? ეს არის ის, რომ 2016 წელს კიდევ ჰქონდა თითქოს იმედი „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ახლა დაკნინების პროცესი რომ მოხდა და გამორიცხულია, რომ არჩევნების პროცესით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ. ეს იყო 2016 წელს. გეკითხებით, იცით, რომ სლოცკი იყო საქართველოში? იყო „ფე-ეს-ბეს“ ყოფილი შეფი, როგორც დეპუტატი. სად იყავით მაშინ?“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics