20:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 13:00:51, 1294 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილი: რუსული ბაზრის დაკეტვის მსურველები ქვეყნის მტრები არიან

„იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, არიან ქვეყნის მტრები“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსული ბაზრის ჩანაცვლება მარტივი არ იქნება და  ამ პროცესს წლები დასჭირდება.

„რუსული ბაზრის ჩანაცვლება ადვილი არ არის არავისთვის, ევროპელებისთვის, მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის, ელემენტარული მიზეზის გამო, რადგან პროდუქციის შეტანა და მასზე მომხმარებლის ყურადღების მიქცევა, არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება წლები. ჩვენი პროდუქცია უკვე ცნობილია რუსეთში, ძალიან კარგად იციან და მას ჰყავს მომხმარებელი. დივერსიფიკაცია მოხდა წლების განმავლობაში, როდესაც დაკეტილი იყო რუსული ბაზარი. იმის მსურველები, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს და ვაჭრობა შეწყდეს, არიან ქვეყნის მტრები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics