20:57 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 13:59:16, 2735 ნახვა

კომენტარი
ბობოხიძე მეუფე სპირიდონზე: იდიოტი მეგონა და შეგნებული პროვოკატორი ყოფილა

 “სპირიდონი, მეგონა, რომ იდიოტი იყო. სამწუხაროდ, არის შეგნებული პროვოკატორი" - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე მეუფე სპირიდონის განცხადებას, რომლის მიხედვით, თურქეთი რუსეთზე ორჯერ მეტი ოკუპანტია, ხოლო ნატო და ევროკავშირი "გათახსირებას აკანონებენ".

ბობოხიძეს შეფასებით, მეუფე სპირიდონი მღვდლის სტატუსით ბოროტად სარგებლობს.

“სპირიდონი, მეგონა, რომ იდიოტი იყო. სამწუხაროდ, არის შეგნებული პროვოკატორი. ცოდვები იმდენი, რამდენიც აქვს რუსეთს, ალბათ მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს არ მოეძებნება. იქნებ სპირიდონმა მითხრას მისი ღმერთი, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, მე და სპირიდონს ერთი ღმერთი არა გვყავს, რატომ არ სჯის რუსეთს იმ ცოდვებისთვის და რა დააშავა ასეთი საქართველომ, რომ ჩვენ გვსჯის. ეტყობა, სპირიდონისნაირ ნაძირალებს რომ ვითმენთ, ეგ დააშავა. კაცი, რომელიც სარგებლობს იმით, რომ აცვია კაბა, სარგებლობს იმით, რომ ატარებს ჯვარს და სარგებლობს იმით, რომ გარეგნულად ჰგავს მღდელს. გარეგნული ფორმის შიგნით იმალება ძალიან ბინძური და ნაძირალა კაცი“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ "TV პირველთან" საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics