07:06 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 19:49:59, 2573 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მოშიმშილეები შეუძლოდ გახდნენ

პარლამენტთან მოშიმშილე ორი დემონსტრანტი - ბექა ბასილაია და ვახტანგ სიხარულიძე შეუძლოდ გახდნენ.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

ექიმების ცნობით, მოშიმშილეებს გლუკოზის დაბალი დონე და მომატებული არტერიული წნევა აღენიშნებოდათ, თუმცა მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ ბასილაია პარლამენტთან უკვე მეცხრამეტე დღეა შიმშილობს, სიხარულიძე კი, მეჩვიდმეტე. მოშიმშილეების მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.

შეგახსენებთ, ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილია“ უკვე 24 დღეა გრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგება, დემონსტრაციებს არ შეწყვეტენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics