07:06 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-13 16:06:59, 2567 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი - თუ ჩვენ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ

 „მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენთაგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, იყოს მახარობელი“, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგების დროს განაცხადა.

პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა და მრევლს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„მე მინდა, მოგცეთ ლოცვა-კურთხევა მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ასე, რომ ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის. ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ სვეტიცხოვლობას. არ დაგავიწყდეთ ეს დავალება, ეს დავალება მოგიტანთ თქვენ დიდ სიხარულს. ჩვენ თუ ვიქნებით მახარობლები, სხვებიც სიხარულს მოგვიტანენ“, - აღნიშნა პატრიარქმა.

ცნობისთვის, მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics