01:21 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-11 22:05:48, 1487 ნახვა

პოლიტიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართულ ძალისხმევას მხარს დაუჭერს

განათლების მასშტაბურ რეფორმასა და ქვეყანაში ინოვაციების განვითარების ხელშესაწყობად გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.

ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებულ მჭიდრო  თანამშრომლობას და საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც საქართველოში  მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა განათლების სფეროში დაგეგმილ მაშსტაბურ რეფორმაზე, რომლის თანახმად აღნიშნული სექტორის დაფინანსებაზე ყოველწლიურად მთლიანი შიდა პროდუქტის 6% მიიმართება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედია.

ყურადღება გამახვილდა ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე. სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას მხარს დაუჭერს, რათა ქვეყანა ამ კუთხით რეგიონის ლიდერი გახდეს.

შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას და დადებითად შეფასდა ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით ახორციელებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Axios: სომხეთმა გამოაცხადა შეერთებული შტატებისგან თავდაცვის ტექნოლოგიების შეძენის შესაძლებლობა.
ზელენსკიმ ფედოროვთან და სირსკისთან ისაუბრა: გადაწყვეტილებები შემუშავდება
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის საწყობზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics