|
2019-07-10 19:01:19, 1210 ნახვა
რეგიონი
განახლებული ინფრასტრუქტურა ქობულეთის მოსახლეობისთვის
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, დღეს ქობულეთის განახლებული სანაპირო ზოლი დაათვალიერა. ,,ქობულეთში დასრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და უკვე ახალი ბულვარი გვაქვს მიმდინარე სეზონისთვის. მომავალ წელს იქნება ძალიან ბევრი სიახლე, როგორც ნაპირგამაგრების, ისე თანამედროვე ინფრასტრუქტურის კუთხით ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. ქობულეთის სანაპირო ზოლის განახლებაზე ჯამში 9 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან, 2 მილიონ ლარზე მეტი მსოფლიო ბანკის, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ბულვარი, გაიზარდა კურორტის სანაპირო ზოლი, შემცირდა შტორმის დროს ტალღების ზემოქმედება სანაპიროზე, რაც ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით სარგებლობის საშუალებას აძლევს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ზაფხულში ქობულეთში მთელი სანაპირო იქნება უზრუნველყოფილი მსგავსი თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ქობულეთში უკვე დასრულდა ფიჭვნარის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოები.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)