|
2019-07-10 13:13:49, 788 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - დაახლოებით 10 სტუდენტი ყოველწლიურად ამ უნივერსიტეტში უფასოდ ჩაირიცხება
„დღეს ჩვენი ეროვნული ინტერესები, მართლაც გადის განათლებაზე, რასაც სჭირდება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა, განსაკუთრებული ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან და ჩვენ ამას ვაკეთებთ! ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში, კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაახლოებით 10 სტუდენტი ყოველწლიურად ამ უნივერსიტეტში უფასოდ ჩაირიცხება. „უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ჩვენ შევთანხმდით, რომ დაახლოებით 10 სტუდენტი ყოველწლიურად ამ უნივერსიტეტში უფასოდ ჩაირიცხება და მადლობა მინდა გადავუხადო უნივერსიტეტის დამფუძნებლებს ამ ძალიან სასარგებლო შეთანხმებისთვის. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადგილობრივი ახალგაზრდა ბათუმში, ადგილზე შეძლებს ხარისხიანი განათლების მიღებას. ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ ქვეყანას ეყოლება განათლებული ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ ააშენონ უკეთესი საქართველო და გააძლიერონ ჩვენი ქვეყანა. ეს არის მართლაც ეროვნული იდეა და ამ იდეის ხორცშესხმით არის შესაძლებელი ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც გვაქვს", - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)