20:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 17:59:01, 3684 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის დუმის კომიტეტმა საქართველოდან ღვინისა და წყლის მიწოდების აკრძალვას მხარი დაუჭირა

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას, შეიზღუდოს რუსეთში ღვინისა და წყლის მიწოდება საქართველოდან, - ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა. 

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. 

"აუცილებელია დამატებითი მკაცრი ზომები მივიღოთ. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, რომელიც სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობამ გამოთქვა. კერძოდ, მხარს ვუჭერთ ღვინის, მინერალური წყლის, ზოგიერთი სხვა საქონლის აკრძალვას, რომელიც საქართველოში იწარმოება, აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის თაობაზეც", - განაცხადა სლუცკიმ. 

ცნობისთვის, პუტინის პარტია, საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანის აკრძალვის, ასევე ფულადი გზავნილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას აპირებს

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics