18:33 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-07 23:39:47, 1231 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: რაც R2-ზე ვიხილეთ პროვოკაციის ამაზრზენი აქტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მიერ, პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის რუსულ ენაზე გინებას გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, ეს არაფერია თუ არა პროვოკაციის აქტი და ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა:

“ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა რუსთავი 2-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად.

ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”, – წერს პრემიერ-მინისტრი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics