|
2019-07-06 13:53:36, 1698 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში 42 სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცა
აჭარის დასაქმების სააგენტოს „სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 42 სტუდენტს სერტიფიკატი გადაეცა. სააგენტოს ცნობით, კურსდამთავრებულთაგან 57 % უკვე დასაქმებულია. დასაქმების ხელშეწყობისა და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით, დასაქმების სააგენტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს 2018 წლიდან “სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის“ პროგრამას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ახალ პროფესიულ უნარებს სწავლასთან თავსებადი გრაფიკით დაეუფლნენ. პროექტი განხორცილდა სპეციალურად სტუდენტებისთვის შემუშავებული მოკლევადიანი სასწავლო მოდულით, რომელიც მოიცავდა: თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით; უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას პროფესიისათვის საჭირო ტერმინოლოგიითა და სტაჟირებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებმა თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, დამატებით გაიარეს მოკლევადიან სპეციალიზირებულ ტრენინგ კურსი შემდეგი მიმართულებით - რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენა და გასაუბრებაზე მოქცევის წესები.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)