17:15 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-04 15:54:12, 1907 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც შეიტყო, რომ მისი დაკითხვა იგეგმებოდა

 „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთში იმყოფება.

 როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ოქრუაშვილმა მას შემდეგ დატოვა ქვეყანა, რაც შეიტყო, რომ შსს-ში მისი დაკითხვაა იგეგმებოდა.

ამასთან, „რუსთავი 2“-თან საუბრისას, ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა მისი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დისტანციურად მოხდეს.

„ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურ გამოკითხვაზე თანახმა ვარ, თუ არა, როცა ჩამოვალ ნებისმიერ დროს თანახმა ვარ. 28-ში დილას ჩავაბარე შს სამინისტროში წერილი, რომ თუ რამე სურდათ ეცნობებინათ დროულად, იმიტომ რომ 2 ივლისს მივემგზავრებოდი, იმის შემდეგ ჩემს ტელეფონზე არანაირი ზარი არ შემოსულა, თუ რამე უნდათ გამაგებინონ დროულად“, -  აღნიშნა ირაკლი ოქრუაშვილი „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას.  

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების საქმეზე, გამოკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ გიორგი ბარამიძე,  „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი  და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოკითხვაზე დაიბარეს. უგულავას დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics