|
2019-07-04 10:50:02, 929 ნახვა
საზოგადოება
6 თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელა
ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის 6 თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელა. ინსპექტირებისას აღებული 400 ნიმუშიდან, სერტიფიკატის გაცემაზე კომპანიას უარი 15 შემთხვევაში ეთქვა. ამასთან ერთად, სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, შემოწმება 28 კომპანიაში ჩატარდა, საიდანაც აღებული იყო 1000-მდე ნიმუში. 7 კომპანიაში აღმოჩნდა გარკვეული სახის დარღვევები, რაზედაც განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები. ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 120 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 4640 ნიმუში, მათგან 415 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი დადებითად.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)