|
2019-07-03 17:56:40, 1148 ნახვა
საზოგადოება
მიხაკო წერეთლის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
ავჭალაში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, გრუნტის გზის ნაცვლად, დაახლოებით 1 425 კვ. მ. ფართობზე კაპიტალურად ეწყობა ასფალტის საფარი. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული შპს ,, L & L “ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 76 243 ლარია გათვალისწინებული. პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო. გლდანის რაიონში გზის რეაბილიტაცია კიდევ რამდენიმე მისამართზე ხორციელდება. სამუშაოები ტიხონოვისა და მარჯანიშვილის ქუჩებზე, ასევე, ჯანჯღავას I შესახვევში, რეზო გაბაშვილის N7-14-ში და მუხიანი 2-ში, ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)