22:41 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-03 17:57:44, 768 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ კლუბ „ნაინი“-ში მომხდარ ინციდენტზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

„2015 წლის 3 ივლისს, ქ.თბილისის პროკურატურაში მიღებული იქნა ფილიპე ბაბაიანის განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 4 აპრილს, შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ქ.თბილისში, ევროპის მოედანზე არსებულ ღამის კლუბ „ნაინი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფილიპ ბაბაიანს და მის მეგობარ არტურ ოგანეზოვს, რაც გაგრძელდა მათი ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გადაყვანის შემდგომაც. აღნიშნულის შედეგად ფილიპ ბაბაიანმა და არტურ ოგანეზოვმა მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.

გამოძიების დაწყებისთანავე საგამოძიებო ჯგუფის მიერ დაიგეგმა და მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებები საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics