22:19 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-03 12:15:06, 925 ნახვა

საზოგადოება
A და B კატეგორიის ნებართვების აღება ტაქსის მფლობელებს 10 ივლისიდან იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

A და B კატეგორიის ნებართვების აღება ტაქსის მფლობელებს 10 ივლისიდან  იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფა პირველი ივლისიდან უკვე დაიწყო. აღნიშნულის გამო ტაქსის ნებართვის მფლობელმა სისტემაში უნდა მიუთითოს, თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება.

„1 ოქტომბრიდან ძალაში შედის ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი და ამოქმედება ორი კატეგორიის ნებართვა – A და B. A არის თეთრი ფერის, სპეციალური აღმნიშვნელისა და ტაქსის მაიდენტიფიცირებელი საშუალების გამოყენების უფლების მქონე ტაქსი, ხოლო B კატეგორია არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ იყენებს მაიდენტიფიცირებელ საშუალებას, შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის და შეკვეთას იღებს აპლიკაციის ან სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე. ჩვენ პირველი ივლისიდან დავიწყეთ აღნიშნული ტაქსების კატეგორიებად დაყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტაქსის ნებართვის მფლობელი სისტემაში უთითებს, თუ რომელი კატეგორიით სურს საქმიანობის გაგრძელება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და მასში ერთვება იუსტიციის სახლი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს თანამშრომლობისა და თანადგომისთვის. 10 ივლისიდან იუსტიციის სახლში გამოყოფილი იქნება სივრცე, სადაც ტაქსის ნებართვის მფლობელებს შეუძლიათ მიმართონ და ისარგებლონ სპეციალური მომსახურებით“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics