|
2019-07-03 10:31:09, 1179 ნახვა
საზოგადოება
მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეძლებენ
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას აგრძელებს. პირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს - POLICE.GE დაემატა ინოვაციური სერვისი - ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია. ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით. კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge, ე.წ.. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. აღნიშნული ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)