|
2019-07-02 16:26:36, 915 ნახვა
რეგიონი
აჭარაში პირველად დონორთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
დღეს დონორთა საერთაშორისო კონფერენცია "მხარდაჭერა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის" გაიხსნა. კონფერენცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გახსნა და რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მსხვილი პროექტები მიმოიხილა. ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სინქრონული განვითარების საჭიროებაზე, ასევე, ისაუბრა რეგიონში ეკოლოგიისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე. „სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია და მწვანე პოლიტიკა არის ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი, რომელიც თანაბრად ქმნის შესაძლებლობებს, როგორც სოფლად, ასევე ქალაქად. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები თანამედროვე ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის. ეს არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი. ასევე, ჩვენ ვმსჯელობთ მეორე ფაზასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ბათუმში არსებული ნაგავსაყრელის კონსერვაციას. ასევე, აზიის განვითარების ბანკთან უკვე დაწყებული პრინციპული მოლაპარაკებები ბულვარის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. დონორთა საერთაშორისო კონფერენცია რეგიონში პირველად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა. კონფერენციას საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID, FAO, IFAD, USDA, CENN, EBRD, SCO, Caritas, Marcy Corps Georgia) წარმომადგენლები, მინისტრები, ქალაქ ბათუმის მერი, ტურიზმის დეპარტამენტის და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)