22:19 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 15:57:08, 1045 ნახვა

საზოგადოება
ოთხ სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

საბურთალოს რაიონში, ოთხ  მისამართზე - გოთუა ქუჩის N18-ში, კანდელაკის ქუჩის N8ა-ში, ტაშკენტის ქუჩის N18-სა და პეკინის გამზირის N33-ში, კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე  სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა.

მოედნები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერა.

„მიმდინარე წელს, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მოვაწყვეთ ახალი კომბინირებული სპორტული მოედნები, ასევე განხორციელდა ძველი მოედნების რეაბილიტაცია. ამჯერად კალათბურთის მოედნები განახლდა. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდების სპორტული ცხოვრების წესს და მათ ფიზიკურ აქტივობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ

სამუშაოების ფარგლებში, მოედნებზე პოლიპროპილენის საფარი დაიგო, განახლდა ლითონის მავთულბადეები და განთავსდა შესაბამისი ინვენტარი.

სამუშაოები, რომელიც საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია "დოკასპორტმა" შეასრულა, ბიუჯეტიდან 100 000 ლარით დაფინანსდა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics