|
2019-07-01 12:21:57, 1227 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების 8% არ გამოცხადდა
დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92% - მდე აპლიკანტი გამოცხადდა გამოცდის ჩასაბარებლად - ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გარდა ამისა, მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. „ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 92% - მდე აპლიკანტი გამოცხადდა გამოცდის ჩასაბარებლად. ამ წუთებში საქართველოს მასშტაბით გახსნილ ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს; მეორე სესიისათვის რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს აბიტურიენტებს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)