20:52 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-29 19:27:09, 1650 ნახვა

საზოგადოება
პროტესტის მე-10 დღე - დემონსტრანტებმა „თავისუფლების მარში“ გამართეს

საპროტესტო აქციათა ციკლის - „სირცხვილია“-ს დემონსტრანტებმა "თავისუფლების მარში" გამართეს. დემონსტრანტები რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. 

მარშის მონაწილეებს პოლიტიკოსებიც, კერძოდ, პარტია "ევროპული საქართველოს" და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. 

დემონსტრანტების ერთდერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა. ისინი სკანდირებდნენ: "წადი!" ; "გაუმარჯოს საქართველოს".

როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, გიორგი გახარიას თანამდებობის დატოვება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს.

"გახარიას მაინც მოუწევს წასვლა, თუ არ უნდა თავისი გუნდი პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვას. ბევრს არ ვილაპარაკებ მთავარი მოთხოვნაა, რომ მან დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს", - განაცხადა უგულავამ. 

მსვლელობის დროს რუსთაველის გამზირი მთლიანად გადაიკეთა. ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. 

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან იმყოფებიან, სადაც უკვე მე-10 დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ცნობისთვის, დემონსტრანტებს სულ 3 მოთხოვნა ჰქონდათ, კერძოდ: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა და აქციის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ხსენებული მოთხოვნებიდან 2 უკვე დაკმაყოფილდა და დემონსტრანტები ბოლო მოთხოვნის, შს მინისტრის გადაყენებას, ითხოვენ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics