|
2015-07-03 13:49:55, 1160 ნახვა
სამხედრო
სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამხედრო-საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 სამხედრო მოსამსახურეს კურსის წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს. მათ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და სამხედრო განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კურსის დასრულების დამადასტურებელი დიპლომები სამხედრო მოსამსახურეებს ანა დოლიძემ, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ლევან ბერიამ გადასცეს. კურსი 21 კვირის განმავლობაში, სამ მოდულად მიმდინარეობდა. დავით აღმაშენებლი სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ცხრა და სამხედრო-საინჟინრო ბრიგადის ერთმა სამხედრო მოსამსახურემ ოცეულის დონეზე საინჟინრო ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების ღონისძიებები შეისწავლეს. სწავლების მონაწილეებმა საველე და საშტაბო, ასევე, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)