03:27 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-27 16:41:43, 1374 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არ ნიშნავს მელიასთვის პასუხისმგებლობის მოხსნას - გირაო შინაპატიმრობის ტოლფასია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელის თანახმადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, გირაოს შეფარდება არ ნიშნავს, რომ ნიკა მელიას პასუხისმგებლობა მოეხსნა. 

"პარლამენტი არ არის სასამართლო. ჩვენ პროკურატურას მივეცით უფლება მიემართა სასამართლოსთვის კონკრეტული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. სასამართლოს ვერ ჩაანაცვლებს პარლამენტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არის აუცილებელი, რომ ის ციხეში იჯდეს და გარკვეული ქცევის წესების შეთანხმების და გირაოს გადახდის შემდეგ ის არ გადის პასუხისმგებლობიდან. რჩება არა საპატიმროში არამედ გარკვეულ წესებს დაექვემდებარება, რაც გარკვეულწილად შინაპატიმრობის ტოლფასია. ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას. მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრა პარლამენტის საქმე არ არის. რა უხარიათ ჩვენ ოპონენტებს, როდესაც მათი მმართველობის პერიოდში სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებდა. 2 წუთში ხალხს ასამართლებდა უდანაშაულოს", - განაცხადა ვოლსკიმ.

ჟურნალისტის კითხვას - ხომ არ მიიღო სასამართლომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ინსტიტუტის იმიჯი გააუმჯობესოს, ვოლსკიმ ასე უპასუხა:

"რაც არ უნდა იყოს პოლიტიკური ხელისუფლება ძლიერი, ის სასამართლოს და მოსამართლეს ვერ მოერევა", - დასძინა მან. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics