19:26 - 26 Jul, 2026
|
2019-06-27 14:24:57, 1269 ნახვა
საზოგადოება
ლეღვის ნახარშის გამოყენების გამო, 21 წლის გოგო დამწვრობის ცენტრში მოხვდა
21 წლის გოგომ ლეღვის ნახარშით გარუჯვის მცდელობის შედეგად სხეულის 25%-ის დამწვრობა მიიღო. როგორც „ექსპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, გოგონა კლინიკაში დღეს დილით, ქვემო კიდურების II – III ხარისხის დამწვრობით მიიყვანეს. ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში სახლის პირობებში, თვითმკურნალობას მიმართავდა, რის შედეგადაც მდგომარეობა გაურთულდა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წელს ეს პირველი შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლეღვის ნახარშით გარუჯვის მცდელობის შედეგად არაერთი ადამიანი დაზარალდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)