|
2019-06-24 19:16:08, 1307 ნახვა
პოლიტიკა
„მიიღეთ გადაწყვეტილება, უჭერთ თუ არა გახარიას მხარს?!“ - ხმაური პარლამენტში
პარლამენტის ბიუროს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრის საშუალება ჰქონოდათ. გარდა ამისა, ოპოზიცია მოითხოვს, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაზე ხვალინდელ პლენარულ სესიაზე რეზოლუციის პროექტი განიხილონ. აღნიშნულ განცხადებებს კამათი და ხმაური მოჰყვა, რის შემდეგადაც სერგი კაპანაძემ ბიუროს სხდომა დატოვა. „იმ ყველაფრის მერე, როცა თქვენმა შს მინისტრმა მოაწყო „გავრილოვის ღამე“, როცა თვალები დათხარეს ახალგაზრდებს, ერთი კომიტეტი არ ჩაატარეთ პარლამენტში დღეს, რომ ეს საკითხები განხილულიყო. ახლა, ბიუროზე,როცა გვინდა, რომ განვიხილოთ ეს, გვეუბნებით რომ მიკროფონი გამოვრთოთ? ეს არის თქვენი დამოკიდებულება. კეთილი ინებეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება რას უპირებთ გახარიას. გადაწყვიტეთ მხარს უჭერთ მას თუ არა. თუ უჭერთ მხარს, რომ ის დარჩეს თანამდებობაზე, მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა. აქ გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ეხება გახარიას პასუხისმგებლობას. ხვალ გადაწყვიტეთ, ამას მხარს დაუჭერთ თუ არა“, - მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას კაპანიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)