14:53 - 26 Jul, 2026
|
2019-06-21 19:11:02, 987 ნახვა
საზოგადოება
„ოკუპაცია ცალი თვალითაც ჩანს!“ - სტუდენტები თსუ-ში აქციას მართავენ
„რუსეთი ოკუპანტია“, „ვის გამო, რის გამო?!“ , „დაგვითმეთ საქართველო ახალგაზრდებს“, „ოკუპაცია ცალი თვალითაც ჩანს“, - ამ ლოზუნგებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტების ნაწილი აპირებს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდეს. „მოვუწოდებ ახალგაზრდობას, საზოგადოებას დავდგეთ ერთად და ჩვენ ჩავიგდოთ ხელში ამ სიტუაციის მმართვის სადავეები, აბსოლუტურად მშვიდობიანი გზით. გვახსოვდეს საქართველოს უახლესი ისტორია. ჩვენ გვქონდა ბევრი წარმატება, დავმარცხდით ბევრჯერ, მაგრამ ახლა სამ რამეს არ აქვს ალტერნატივა: თავისუფლებას, სამართლიანობასა და მშვიდობას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)