|
2019-06-21 18:32:59, 993 ნახვა
საზოგადოება
აქციის დროს დაშავებულთაგან კლინიკებში 55 პაციენტი რჩება, მათგან 3 მართვით სუნთქვაზე იმყოფება
თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულთაგან კლინიკებში, ამ დროისთვის 55 პაციენტი რჩება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სტაციონარში განაგრძობს მკურნალობას 12 სამართალდამცველი. არსებული მონაცემებით, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ რჩება 13 პაციენტი. ამდენივეა მოთავსებული „რეგიონალურ ჰოსპიტალში“. 11 პაციენტს უტარდება სტაციონარული მკურნალობა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში. „ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში“ რჩება 6 დაშავებული, ხოლო 4 - „ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრში“. 2-2 პაციენტია მოთავსებული „ამტელ ჰოსპიტალსა“ და „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოში“. თითო პაციენტი რჩება „აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში“, „ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში“, „ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა“ და „ქირურგიის ეროვნულ ცენტრში“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)