|
2019-06-21 13:27:25, 1020 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ივანიშვილი შეეცდება ბარტყი გადმოაგდოს, ვიღაც ქოჩორა კობახიძეს გადმოაგდებს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს?!
„ივანიშვილს ცრემლსადენი გაზი გაუთავდა, მივმართავ მეზობელ ქვეყნებს არ მიაწოდონ“, -ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე ლაივ მიმართვის დროს განაცხადა. როგორც ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, ბევრი ემიგრანტი იღებს ბილეთს და მოდის საქართველოში აქციაზე. „ახლა ყველამ უნდა გადავდოთ გვერდზე საკითხები, ყველა ადამიანი, ვისაც უყვარს საქართველო უნდა გამოვიდეს, მათ შორის ჩემი ყველა მომხრე უნდა გამოვიდეს და ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას. არ არის კანონიერი, როდესაც შუასაუკუნოვანი ფეოდალი მართავს ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს ევროპის ნაწილი. არ არის ქართველი ხალხი ღირსი, ასე გაბანძების, ასე გაუბედურების. ჩვენ ოდესღაც ვიყავით მსოფლიოს პირველი რეფორმატორები, ჩვენ შემოგვნატროდა ძალიან ბევრი ქვეყანა. ამ კაცმა გააჩანაგა საქართველოს ეკონომიკა და მილიონი ქართველი გააქცია ქვეყნიდან. უბედურებები ჩაიდინა, რუსეთს გადასცა 2008 წლის ომის მონაწილეების გვარები და ამ სიების გამო მოკლეს ტატუნაშვილი, ამ სიების გამო დააპატიმრეს ბევრი რუსეთში, ამ სიების გამო ინადირეს ხალხზე,მათ შორის აქ, უკრაინაში. რუსების დავალებით შეაჩერა ლაზიკის პორტის მშენებლობა, რუსების დავალებით გააკეთა ბევრი სხვა საზიზღრობა და გუშინ ბოლომდე დაგვცინა და გაგვასწორა მიწასთან. ძალიან მძიმე საყურებელი იყო, რამდენიმე ახალგაზრდა მძიმედ დასახიჩრდა. რუსების გამო დაესხნენ ხალხს თავს. ახლა ივანიშვილი შეეცდება გამოვიდეს, ერთი ბარტყი გადმოაგდოს, ორი ბარტყი გადმოაგდოს, ფულები დაარიგოს, თვალები ჩააპაჭუნოს. ხალხო, მე მგონი, აღარ ვჭამთ. ერთხელ გვაჭამა, ორჯერ გვაჭამა, სამჯერ გვაჭამა, რამდენჯერ უნდა გვაჭამოს? ეს კაცი არის უბედურების თავი და თავი და წყარო. ვიღაც ქოჩორა კობახიძეს გადმოაგდებს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს? ვინ არის კობახიძე? ეგეთი კობახიძეები ჰყავს მთელი ლეგიონი. ეს კაცი უნდა მოშორდეს და დააბრუნოს რაც ქართველ ხალხს მოპარა, რამდენიმე მილიარდი ლარი ბოლო წლების განმავლობაში. ეს კაცი, კალაძე, ყველა დანარჩენი იცავენ თავის ქონებას, რომელიც თქვენ მოგპარეს. გახარია საერთოდ რუსეთის სპეცსამსახურების დასმულია და როგორც პუტინი ისე უსწორდებოდა გუშინ ხალხს. ამიტომ ყველანი უნდა დავდგეთ ერთად მიუხედავად წარსული განსხვავებებისა“, - გაანცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)