04:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-20 19:50:11, 1099 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გზირიშვილის დედა: აგვისტოს ომის გმირების დედები ამას არ გაპატიებთ - დღეს უიარაღო ომი იყო საქართველოში

საქართველოს პარლამენტთან, სადაც რუსი დეპუტატების ქვეყანაში ვიზტს აპროტესტებენ, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ვახტან გზირიშვილის დედაც მივიდა.

როგორც მარინა გზირიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, პასუხი უნდა აგოს ყველამ ვინც თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ორგანიზება გაუწია და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაუთმო. 

"დღეს უიარაღო ომი იყო საქართველოში, დღეს ჩამოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე, ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩვენი ქვეყნის მტერი. რატო არ უნდათ შეიგნონ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი ჩემი, ჩვენი საქართველოს მტერია. არანაირი რუსეთი, არანაირი მორიგება, არანაირი ლაპარაკი, რისთვის იომეს ჩვენმა შვილებმა, ძმებმა, მეუღლეებმა, იმისთვის შეაჩერეს რუსული ჯარი 2008 წელს, რომ ამ ზოგიერთმა ვითომ პოლიტიკოსებმა, სამშობლოს მოღალატეებმა სახლში შემოგვიყვანეს უკვე, სახლში დაგვისვეს, მე ამას არ ვაპატიებ. ეს ყოვლად დაუშვებელია. იმათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ვინც უშუალოდ მოიწვია რუსეთის წარმომადგენელი საქართველოში, ვინც გაუმზადა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი“, - განაცხადა მარინა გზირიშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics