|
2019-06-20 17:16:28, 837 ნახვა
საზოგადოება
ცინცაძის ქუჩაზე სამი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ცინცაძის ქუჩაზე N79, N83 და N85 კორპუსების მიმდებარედ, სკვერების რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის თანახმად, სამივე სკვერში განთავსდა შესაბამისი ინვენტარი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო გასართობი ზონები, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი განთავსდა და გარე განათების ბოძები დამონტაჟდა. ასევე, სკვერებში დაიგო რულონური ბალახი. განახლებული სკვერები საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით უთმელიძესთან ერთად დაათვალიერა. „ცინცაძის ქუჩაზე მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - სამი სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლებული დასასვენებელი სივრცეებით დაახლოებით, 276 ოჯახი ისარგებლებს. ჩვენთვის მსგავსი სივრცეების მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიმდინარე წელს საბურთალოს რაიონში კიდევ არაერთი სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. სამივე სკვერის რეაბილიტაცია საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 257 757 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები კომპანიამ „გრინსერვისი+“ შეასრულა.
(NS)
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)