|
2019-06-19 14:28:27, 1221 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში 1 წლის ანგარიში წარადგინა
აჭარის ახალი კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა უმაღლეს საბჭოს პირველად აბარებს ანგარიშს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხებზე. აქცენტი გააკეთა მიღწევებზე და არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ტარდება კომპლექსური ღონისძიებები ამ გამოწვევების გადასაჭრელად. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა ემსახურება აჭარის მდგრად და უსაფრთხო განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარებას და სოციალური სერვისების დახვეწასა და ხელმისაწვდომობას. ,,მაშინ, როცა უმაღლესმა საბჭომ გამოგვიცხადა ნდობა, ჩვენს მთავარ ორიენტირად დავისახეთ ადამიანი და მის საჭიროებებზე ზრუნვა. არასრული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით დაგვეწყო მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სამი ქალაქის მშენებლობა. დაახლოებით 6 თვე დაგვჭირდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის საფუძველზე მიგვეღო დადებითი გადაწყვეტილება ე.წ. მუყაოს ქალაქის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, რითაც ათასობით ბავშვის და მათი ოჯახების საცხოვრებლის პრობლემა მოგვარდება. ამ პროცესში ჩართულია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მნიშვნელოვან ორიენტირად დავისახეთ ბიზნესის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა, რის საფუძველზეც ქობულეთში დავიწყეთ უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება. ეს გახლავთ მწვანე ქალაქი-ქალაქში. უმსხვილესი, ნახევარ მილიარდიანი ევროპული ინვესტიცია შექმნის სამუშაო ადგილებს რეგიონში. ამასთან, ეს იქნება ყველაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი ევროპაში. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი არის განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა აჭარაში, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს ჩვენს გაცხადებულ პრიორიტეტს - განათლებას და ახალგაზრდობას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
(NS)
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)