|
2019-06-18 16:56:01, 1314 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თინათინ ზოიძე უხელმძღვანელებს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარედ თინათინ ზოიძე დაინიშნა, რომელიც დღემდე დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ დეპარტამენტის ყოფილ უფროსთან და უკვე მის მოადგილე სულხან ღლონტთან ერთად თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა თინათინ ზოიძისა და სულხან ღლონტის გამოცდილებას გაუსვა ხაზი და მათ ახალ პოზიციებზე წარმატებები უსურვა. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდთან ერთად გავაგრძელებ იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომელიც რეგიონის პოპულარიზაციას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას, სერვისის გაუმჯობესებასა და აჭარაში სეზონურობის დაძლევას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. თინათინ ზოიძეს ტურიზმის სფეროში მუშაობის 13 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან 9 წელი ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სააგენტოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2015 წლიდან დღემდე ხელძღვანელობდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, მანამდე კი ბათუმის ტურისტული სააგენტოს ტურიზმისა და მარკეტინგის განყოფილებებს. ის ასევე კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და ჩართულია რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებში. თინათინ ზოიძე 2008-2009 წლებში სწავლობდა ლატვიაში ჰუმანიტარულ, პარალელურად კი ეკონომიკისა და ტურიზმის ფაკულტეტებზე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტის ანგლისტიკის სპეციალობის მაგისტრია. მონაწილეობა მიღებული აქვს საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში.
(NS)
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)