|
2019-06-14 10:27:37, 559 ნახვა
რეგიონი
რულან აბაშიძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე იმერეთის რეგიონში, წყალტუბოსა და ქუთაისში კომპაქტურად მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო დევნილების საცხოვრებელ პირობებს, იქ არსებულ პრობლემებსა და მთავრობის წევრებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა, ასევე მოინახულა დევნილი მოსახლეობის განსახლებისათვის წყალტუბოსა და ქუთაისში მშენებარე საცხოვრებელი ობიექტები. დღეს, რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ქალაქ ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდებიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ დევნილებთან პერმანენტულ ხასიათს ატარებს. შეხვედრები უკვე გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.
(NS)
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)