15:35 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-01 19:35:01, 1870 ნახვა

კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მტკივნეულ პროცესს მალე გავივლით

„მგონია, რომ  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მტკივნეულ პროცესს მალე გავივლით“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ჩაატარა ძალიან ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, მოამზადა ინფრასტრუქტურა, ჰქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იმპორტიორებთან, რომლებმაც სავაჭრო ქსელებში სათანადო აპარატურის წარმოდგენა უზრუნველყვეს.

მისივე თქმით, მთავრობამ 70 ათასი და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს „სეტ-ტოპ-ბოქსები“ უფასოდ მიაწოდა.

„ჩვენ ჩავატარეთ ძალიან  ინტენსიური საინფორმაციო კამპანია დღემდე. მოვამზადეთ ინფრასტრუქტურა, გვქონდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იმპორტიორებთან, რომლებმაც უზრუნველყვეს, რომ სათანადო აპარატურა სავაჭრო ქსელებში წარმოდგენილი ყოფილიყო. დღეიდან მოხდა ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა თბილისში და მის შემოგარენში. ყოველთვის ასეთ დროს, არიან ადამიანები, რომლებიც არ ემზადებიან სათანადოდ ასეთი მომენტისთვის და ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. გარდამავალი პერიოდია. ადამიანებმა , რომლებმაც ვერ შეიძინეს ეს აპარატურა სავარაუდოდ ახლა შეიძენენ. სახელმწიფო რაც გააკეთა არის ის, რომ 70 ათასი ქულის დაბლა მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეს აპარატები უფასოდ მიაწოდა. ზოგიერთ მათგან ჯერ არ აუღია და ფოსტის ოფისებში არის განთავსებული ეს აპარატურა. ამ დღეებში მოხდება მისი გაწოვა მომხმარებლებში და მგონნია, რომ  ამ მტკივნეულ პროცესს, ჩვენ მალე გავივლით, მაგრამ სამაგიეროდ საქართველო გადავა სრულიად ახალ ეტაპზე . ეს იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას ახალი ინვესტორების მოზიდვისთვის და ასე შემდეგ“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
მდინარაძე: ტრადიციული ღირებულებები ქართული საზოგადოების მთავარი ორიენტირია
ცოტნე ივანიშვილი აცხადებს, რომ ძალადობას გმობს, თუმცა არ არის იმ პოზიციაში, რომ რაიმე ქმედითი გააკეთოს
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics