|
2019-06-13 14:40:40, 1263 ნახვა
რეგიონი
„კასტელო მარეს“ თავზე პროტესტის შემდეგ, რუსული დროშა ჩამოხსნეს
აჭარაში, ციხისძისრში მდებარე სასტუმრო - „კასტელო მარეს“ თავზე რუსული დროშა ფრიალებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია TV25 ავრცელებს. როგორც მათთან საუბრისას სასტუმრობს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, თუკი სასტუმროს დამსვენებელთა რაოდენობა 45%-ზე მეტს შეადგენს, „კასტელო მარეს“ პოლიტიკაა მათი ქვეყნის დროშა იყოს გამოფენილი. „ჩვენი სასტუმროს პოლიტიკად გამომდინარე, თუკი სასტუმროში 45%-ზე მეტი რომელიმე ქვეყნის ან ეროვნების ადამიანი ისვენებს, მისი დროშა აუცილებელია. აქ თქვენ ნახავთ ავსტორიას, საქართველოს და „კასტელო მარეს“ დროშებს. ახლა კონფერენცია მიმდინარეობს, მოსკოვიდან ჩამოსული არის ჯგუფი, „სოლნიჩნაია გრუზია“ ასე ჰქვია ამ კომპანიას, რომელსაც აქვს კონფერენცია სხვადასხვა თემებზე და სწორედ, ჩვენი პოლიტკიდან გამომდინარე ვალდებულები ვართ დროშა დავკიდოთ. დროშა გადის ცოტა ხანში და დროშა ჩამოიხსნება“, - განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა. „ექსპრესნიუსი“„კასტელო მარეს“ ადმინისტრაციას დაუკავშირდა, რომელთაც განგვიცხადეს, რომ დროშა უკვე ჩამოხსნილია.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)